კოდი PK201
კოდი PK201
ალუმინის ჰორიზონტალური ჟალუზი შედგება
კარნიზისაგან - კარნიზის ზომები 19 მმ * 25მმ, მასალა -მეტალი.
ალუმინის ფირფიტებისაგან (ლამელებისგან) -21 მმ-იანი სიგანის ლამელები ერთმანეთისგან თანაბარი მანძილის დაშორებით თოკზე თავსდება.
პლასტმასის სამართავი ჯოხისგან - ჟალუზის აწევ–დაწევა ან ნებისმიერ სიმაღლეზე დაფიქსირება ხორციელდება სამართავი თოკის საშუალებით, ხოლო შუქის შემოსვლის ინტენსივობის მართვა ხორციელდება პლასტმასის ჯოხის საშუალებით, ალუმინის ფირფიტების (ლამელების) დახრის კუთხის ცვალებადობით.
თოკისგან - თოკი მაგრდება ზედა კარნიზზე.
ჟალუზი შეღებილია სხვადასხვა ფერში, მზის რადიაციისა და ტემპერატურის ცვლილებების მიმართ გამძლე ეკოლოგიურად სუფთა საღებავით.
შესაძლებელია, რომ კარნიზის, თოკისა და ჟალუზის ლამელების ფერი ემთხვეოდეს ერთმანეთს.
იმისათვის, რომ ფანჯრის ან კარის გაღება-გადმოკიდების დროს ჟალუზმა არ იხმაუროს, აქვს სპეციალური ქვედა ფიქსატორები.
ჟალუზის მოვლა
პლასტიკისა და ლითონის ჟალუზი ყველაზე ადვილი მოსავლელია - საკმარისია მათი გაწმენდა მხოლოდ სველი ქსოვილით.